საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 10831

ფაქტი 10831

1920 წლის 24 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ შრომის სამინისტროს რწმუნებული მიხეილ ჯაჯანიძე წავიდა საჩხერესთან მდებარე ტყეში იმ 400 მუშის შრომის პირობების გამოსაკვლევად, რომლებიც რკინიგზის ლიანდაგისა და შეშის დამზადებაზე მუშაობდნენ. მან მაშინვე მიიღო ზომები და მუშებმა ისეთივე პირობებში დაიწყეს მუშაობა, როგორშიც სხვა მუშა-მოსამსახურეები მუშაობდნენ. იქ მან შექმნა „საჩხერის რკინიგზის ხე-ტყის საექსპლუატაციო მუშათა კავშირი“. ექსპლუატატორები კი გააფრთხილეს, მკაცრად დაეცვათ შრომის კანონები.

წელი:
1920
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ღონისძიება
წყარო:
ერთობა, 1920 | 24 აგვისტო

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 10831; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .