1920 წლის 31 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ 1919 წლის ნოემბერში მთავრობამ სურამის ახლოს ტყე ბოჭკოს ხის დასამუშავებლად მისცა ბაქოელ მრეწველ მიხეილ ალექსანდრეს ძე ქუთათელაძეს. ამისთვისვე ქალაქთა კავშირმა მას სესხი 100 000 მან. გაუხსნა. რამდენიმე წელიწადია ქუთათელაძემ გრეხილი ავეჯის ქარხნის მოწყობაზე მუშაობა დაიწყო და იანვრის დასაწყისში აამუშავა. მან ქალაქთა კავშირს შესთავაზა ნახევარი ქარხანა მიეღო თავის ფასში. ქარხანა გაფართოებას საჭიროებს.

წყარო: ერთობა, 1920 | 31 აგვისტო
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა