1919 წლის 26 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, დენიკინის ბრძანებით, რომელიც გაზეთში დაიბეჭდა რუსეთის სავაჭრო გემებს ქართველების მიერ დაპყრობილი სანაპიროს ნავსადგურებში (საუბარია ბათუმზე) შესვლა აეკრძალათ. შავი ზღვის ფლოტის სარდალმა გასცა განკარგულება რუსეთის სავაჭრო გემების შემოწმების შესახებ.

წყარო: საქართველოს რესპუბლიკა, 1919 | 26 ნოემბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა