საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 11030

ფაქტი 11030

თბილისის სახაზინო რკინის გზათა მოძრაობის უფროსმა სახალხო განათლების სამინისტროსგან მიიღო შეტყობინება, რომ ივანე გველესიანი 1920 წლის 17 ოქტომბრიდან დაინიშნა ოზურგეთის ქალთა გიმნაზიის დირექტორად და დაუყოვნებლივ უნდა ჩასულიყო დანიშნულების ადგილას. სახალხო განათლების სამინისტრო ითხოვდა, რომ ივანე გველესიანისთვის დაეთმოთ დაწესებულ ფასად ვაგონი, რომელიც მიებმებოდა საქონლის მატარებელს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 11030; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .