საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 11145

ფაქტი 11145

1919 წლის 22 დეკემბერს ოზურგეთის ქალთა გიმნაზიის უფროსმა ან. მგელაძემ საქართველოს რესპუბლიკის განათლების მინისტრს მისწერა, რომ პედაგოგიური საბჭოს აზრით, სოლომონ ანდღულაძეს ოზურგეთის ვაჟთა გიმნაზიაში მასწავლებლობა ხელს ვერ შეუშლიდა ქალთა გიმნაზიაში საქმისმწარმოებლად ემსახურა. მას პირველ სასწავლებელში მხოლოდ 15 გაკვეთილი ჰქონდა, შესაბამისად, იქ ნაკლები დრო სჭირდებოდა და ნაკლები ანაზღაურებაც ჰქონდა. მას მატერიალურად ვაჟთა გიმნაზიაში რაც აკლდებოდა, შეეძლო ქალთა გიმნაზიაში აენაზღაურებინა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 11145; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .