1919 წლის პირველი დეკემბრის ნიკოლოზ ანჯაფარიძის ნამსახურეობითი სიის მიხედვით, ის ახალსენაკის სასკოლო კომისიაში სახალხო კავშირის წარმომადგენლად აირჩიეს. ნამსახურებით სიას ხელს აწერს ახალსენაკის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგის თანამდებობის აღმასრულებელი პ. ლორთქიფანიძე.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | ნიკოლოზ აქვსენტის ძე ანჯაფარიძის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი