შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ რომში მყოფი ქართველი ემიგრანტებიდან ქურციკიძე საფრანგეთში მიდიოდა. იტალიის მოქალაქე ვინმე აბხაზი კი ერთ-ერთ გამომცემლობაში მუშაობდა და ქართული საქმე არ აინტერესებდა, იყო კიდევ ერთი ქართველი კათოლიკე მღვდელი, რომელიც თავისი სურვილით მუშაობდა არქივში და ქართულ ხელნაწერებს ეძებდა.

წყარო: შალვა მაღლაკელიძის წერილი გაიოზ მაღლაკელიძისადმი. სწერს, რომ ცდილობენ ხმელთაშუა ზღვის სახელმწიფოთა რიგებში კავკასიური სახელმწიფოებიც ჩათვალონ და დააარსონ კავკასიური ჯგუფი | 1949-1949
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: რომი
ენა:ქართული
დაცულია: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი