1919 წლის ივლისში ქუთაისელებმა განათლების მინისტრს სთხოვეს, ელენე ბაინდუროვა-გონიევასთვის მუსიკალური კურსების გახსნის ნება დაერთო, სადაც ხელმოკლე ბავშვებიც ისწავლიდნენ. თხოვნით მიმართეს თამარ ვარდოსანიძემ, მარიამ და ვლადიმერ რუხაძეებმა, მარიამ ბალანჩივაძემ, ვერა კვიტაშვილმა, ელენე იმნაძემ, ელენა პეტროვამ, მარიამ ავალიშვილმა, ნინო მდივანმა, გიორგი ჯაფარიძემ, ნადეჟდა კანდელაკმა, ნინა ორახელაშვილმა, მარია დათუნაშვილმა, მარგარიტა ხარაზოვამ, თამთა კოსტავამ, ელენა ჯაკობიამ, ელენე მეძმარიაშვილმა, ვლადიმერ დოლიძემ, ნატალია თავდგირიძემ და სიმონ ნიჟარაძემ.

წყარო: მიმოწერა ქუთაისის სამუსიკო სასწავლებლის დირექტორ მ. ბალანჩივაძესთან ელენე გონიევას მიერ პირველდაწყებთი მუსიკალური კურსების გახსნის შესახებ | 1918-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი