1918 წლის 7 აგვისტოს თბილისის ვაჟთა მეოთხე გიმნაზიაში ქართულ ენას ასწავლიდნენ: ფილიპე მგელაძე, გ. მათეშვილი და მაქსიმე ბერძნიშვილი; მოსამზადებელი კლასის პედაგოგი იყო ი. იშმარიტოვი. სომხურ ენას ასწავლიდნენ ი. აბაზოვი და მ. აბეგიანი, აზერბაიჯანულს — მ. ომარბეგოვი, მუსიკას — მ. ლიუბიჩი, ხატვას — კ. ოგაჯანოვი, კლასის ხელმძღვანელის თანაშემწე იყო ვ. ტიჩინსკი, მბეჭდავი — ა. დობროვსკი, მბეჭდავის თანაშემწე — ა. სინიცინა. სასწავლებლის ექიმი – ვ. მირაქოვი; დარაჯები ტ. მედვედი და ტ. პიტიკი იყვნენ.

წყარო: მიმოწერა თბილისის ვაჟთა მეოთხე გიმნაზიაში ნაციონალიზაციის გატარების, ფულის მომატების შესახებ | 1918-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი