1893 წლის 31 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე შეეწინააღმდეგა პეტრე იოსების ძე უმიკაშვილის იდეას საკომისიო წიგნებით ვაჭრობის მოსპობის შესახებ, მისი აზრით, საზოგადოებას მაღაზიებში უნდა ჰქონოდა ეს წიგნები, რათა ხელი შეეწყო მათ გავრცელებისთვის. მას დაეთანხმა გამგეობის წევრი გიორგი ნიკოლოზის ძე იოსელიანი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა საერთო კრების ოქმი | 1893-1893
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი