საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 1183

ფაქტი 1183

1918 წელს გოლოვინის პროსპექტის №10-ში ახალი თეატრის, „არგონავტების ნავის“, გახსნას დაესწრნენ ქართველი მწერლები, პოეტები, ეროვნული საბჭოს წევრები და რუსი მხატვრები, მათ შორის პოეტი გოროდეცკი და კომპოზიტორი ჩერეპნინი. მწერალი ლვოვი საზოგადოებას მიესალმა და ამ საქმის მოთავე ჯგუფის მიზანი გააცნო – ისეთი კუთხის მოწყობა, სადაც შეიკრიბებოდნენ ლიტერატორები, რომლებიც პოლიტიკისგან შორს იქნებოდნენ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 1183; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .