1899 წლის 12 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს წინარეხის მასწავლებელ თომა კევლიშვილის თხოვნა, რომ გამგეობას ერთი თვის ხელფასიდან, რომელიც სამსახურიდან წასვლის გამო ეძლეოდა, მისი ვალი არ დაექვითათ და გადაევადებინათ. კევლიშვილი ასევე ითხოვდა ოთხი თვის ხელფასისა და გათბობაზე მის მიერ დახარჯული 10 მანეთის მიცემას. გამგეობამ არ დააკმაყოფილა მისი თხოვნა. ოქმს ხელს აწერს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და წევრთა საერთო კრებების სხდომების ოქმები | 1899-1899
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი