1897 წლის 2 დეკემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთხუთმეტე სხდომა. სხდომაზე მოხსენება გააკეთა ჟურნალ „მოამბის“ გამომცემელმა ალექსანდრე ჯაბადარმა, რომ გამგეობას რედაქციისთვის ყოველწლიურად ისტორიული ხელნაწერებისა და გუჯრების ბეჭდვისთვის უნდა გადაეცა დაპირებული 20 თუმანი. ალ. ჯაბადართან მოლაპარაკებების გამართვა გამგეობამ ექვთიმე თაყაიშვილს და დავით კარიჭაშვილს დაავალა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი