1898 წლის 10 მარტს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეშვიდე სხდომა. სხდომაზე ილია ჭავჭავაძემ მოხსენება გააკეთა, რომ ნოე ჟორდანიამ მოითხოვა ნება დართონ საზოგადოების სამი წლის პროტოკოლების გადამოწმებისა, რაზედაც გამგეობამ განაცხადა, რომ რადგანაც ნოე ჟორდანია არ იყო საზოგადოების წევრი მისი თხოვნა უნდა განეხილათ მაშინ, როცა სხდომას დაესწრებოდა საზოგადოების ყველა წევრი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი