1886 წლის პირველ იანვარს გიორგი გრიგოლის ძე უთურგაული ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების გამგეობას უგზავნის საწევრო გადასახადს (6 მანეთს) და სთხოვს დაუდასტურონ მისგან გაგზავნილი წინა – 1881, 1882 და 1883 – წლების შესატანი თანხის მიღება. იქვე მიუთითებს მისამართს: ხონი, სამასწავლებლო სემინარია.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა გამგეობის წევრებთან საზოგადოების საქმიანობის წარმართვის შესახებ | 1886-1886
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი