1901 წლის 4 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე საზოგადოების წევრობის სურვილი განაცხადეს და საწევრო შეიტანეს: ნიკო ჯანაშიამ, პოლიკარპე ლორთქიფანიძემ, სპირიდონ მატარაძემ, არსენ წითლიძემ. მათი თავმდებნი იყვნენ: იაკობ გოგებაშვილი, პეტრე მირიანაშვილი, ალექსანდრე მიქაბერიძე და დავით კარიჭაშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საერთო კრების ოქმი და გამგეობის წლიური ანგარიში | 1900-1901
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი