სარევიზიო კომისია სთხოვდა საზოგადო კრებას, რომ წლიური საწევრო შენატანი 6 მანეთი შემცირებულიყო 3 მანეთამდე, ვინაიდან წევრებს ამ თანხის გადახდა უჭირდათ. ვინც საწევრო თანხას წლის განმავლობაში არ გადაიხდიდა, წევრად აღარ ჩაითვლებოდა. ანგარიშს ხელს აწერენ: თავმჯდომარის ამხანაგი ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი და პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშები | 1905-1905
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი