1899 წლის 9 მარტს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს გამგეობის მდივნის, დავით კარიჭაშვილის მოხსენება წინარეხის სკოლის მასწავლებლისთვის ხაზინიდან ხელფასის მიცემის შესახებ, რადგან სკოლიდან დროულად ვერ იღებდა. საკითხის განხილვა იქამდე ორჯერ გადაიდო.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და წევრთა საერთო კრებების სხდომების ოქმები | 1899-1899
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი