1918 წლის 24 დეკემბერს ქუთაისის რეალური სასწავლებლის პედაგოგიური საბჭო განათლების სამინისტროს სასწავლებლის ექიმის კ. ა. აშიანცის, როგორც „დაშნაკების“ პარტიის წევრისა და საქართველოს რესპუბლიკის წინააღმდეგ მოქმედი პირის, თანამდებობიდან გათავისუფლებას სთხოვს.

წყარო: ოქმები ქუთაისის რეალურ სასწავლებელში პარალელური კლასების გახსნის შესახებ. სასწავლებლის თანამშრომელთა და კურსდამთავრებულთა სიები | 1918-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი