1901 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა თბილისის საეპარქიო სკოლების საბჭოდან მიღებული ბარათი განიხილეს, რომელშიც ეწერა, რომ გომარეთის სკოლის მასწავლებელმა ერასტი გორდელაძემ მოსწავლეებისგან სწავლის საფასურად 11 მანეთი აიღო.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1901-1901
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი