საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 13460

ფაქტი 13460

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1905 წლის ანგარიშის მიხედვით, დამფუძნებელი წევრები, რომლებსაც საწევრო ერთიანად ჰქონდათ გადახდილი, იყვნენ: მიხეილ პეტრეს ძე ისარლიშვილი, ელისაბედ ნიკოლოზის ასული ყაზბეგი, იოსებ გრიგოლის ძე ზუბალაშვილი, ექვთიმე სვიმონის ძე თაყაიშვილი, ირაკლი გრიგოლის ძე დეკანოზიშვილი, დავით ზაქარიას ძე მელიქიშვილი, დეკანოზი ლუკა მაღრაძე, სპირიდონ ლევანის ძე ნარაკიძე (ნორაკიძე), იოსებ იულონის ძე დადიანი, დეკანოზი მათე ისააკის ძე სუხიაშვილი, ექვთიმე ივანეს ძე ხელაძე და გრიგოლ იაკობის ძე ცერცვაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 13460; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .