1920 წელის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი პეტრეს ძე გეგეჭკორმა პასუხი გასცა რუსეთის საგარეო საქმეთა სახალხო კომისრის გიორგი ვასილის ძე ჩიჩერინის ნოტას. გეგეჭკორი ნოტაში აღნიშნავდა, რომ საბჭოთა ხელისუფლება ორ მოძმე ხალხთა შორის კეთილმეზობლურ განწყობილების დამყარებას ხელოვნურად აბრკოლებდა და იმედს გამოთქვამდა, რომ რუსეთის მთავრობა თავის მომავალ პოლიტიკაში მოძებნიდა ქართველის ხალხისთვის მისაღებ ენას.

წყარო: საქართველოს რესპუბლიკა, 1920 | 8 თებერვალი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა