1907 წლის 3 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოისმინეს საპატიო წევრის პეტრე კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილის წერილი ჟენევის ქართველი სტუდენტების ბიბლიოთეკისა და ამ ბიბლიოთეკისთვის 1500 მანეთის გაგზავნის შესახებ. სხდომის ოქმს ხელი მოაწერა ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძემ.

წყარო: ქართველთა შორის წერა კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1907-1907
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი