1920 წლის 11 თებერვლის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, საქართველოსა და აზერბაიჯანის დელეგაციებმა საფრანგეთში აშშ-ის ელჩს – ჰიუ კემპბელ უოლესს წერილი გაუგზავნეს, რომელშიც რამდენიმე სახელმწიფოსა და ანტანტის უმაღლესი საბჭოს მიერ ამიერკავკასიის ორივე რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარებას ატყობინებდნენ.

წყარო: საქართველოს რესპუბლიკა, 1920 | 11 თებერვალი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა