1920 წლის 13 თებერვლის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, თბილისის მოურავის ბენიამინ გრიგოლის ძე ჩხიკვიშვილის განკარგულებით „პოლონელთა“, „სამხატვრო წრისა“ და „ვაჭარ-მრეწველთა“ კლუბებში აკრძალული ქაღალდის თამაშის ხელმძღვანელები და დარაჯები, რომლებმაც დასათვალიერებლად მისული მოურავი კლუბში არ შეუშვეს, დააპატიმრეს.

წყარო: საქართველოს რესპუბლიკა, 1920 | 13 თებერვალი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა