1899 წლის 23 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ქუთაისისა და სენაკის სათავადაზნაურო სკოლების სამზრუნველო კომისიის მოხსენება ამ სკოლათა მართვის ინსტრუქციაში ცვლილებებისა და სამეურვეო კომიტეტის გაუქმების შესახებ, რომელიც მოისმინეს 9 თებერვალს და გადადეს სამზრუნველო კომიტეტისთვის განმარტებითი პასუხის მომზადებამდე. გამგეობამ მოისმინა ინსტრუქციის სამუშაო ვერსია და დაამტკიცა. სხდომის ოქმს ხელს აწერს საზოგადოების თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და წევრთა საერთო კრებების სხდომების ოქმები | 1899-1899
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი