1901 წელს გიორგი იოსელიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სთხოვა, მისი ნათარგმნი „ალექსანდრე მაკედონელის“ მოწონების შემთხვევაში წიგნის პირველი ეგზემპლარი და ხუთი თუმანი მისთვის გადაეცათ.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1901-1901
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი