1908 წლის 27 აგვისტოს ზუგდიდის საურთიერთო ნდობის საზოგადოება გამოეხმაურა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების №233 მიმართვას. მათი ცნობით, საზოგადოებას ეგზავნებოდა 100 მანეთი, საიდანაც 80 მანეთი უნდა მოხმარებოდა ილია ჭავჭავაძის საქმის გაგრძელებას, 20 კი – საფლავის ძეგლის აგებას. უწყებას ხელი მოაწერეს დირექტორმა ნესტორ დავითაიამ და თავმჯდომარემ.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დადგენილებები და სხვა მიწერ-მოწერა ილია ჭავჭავაძის ძეგლის დადგმის შესახებ | 1907-1910
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი