1909 წლის 1-ლი იანვრისთვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საწევრო – 300 მანეთი გადაიხადეს: ნიკოლოზ არღუთაშვილმა, ერეკლე ბაგრატიონ-მუხრანბატონმა, ბარბარე ბაგრატიონ-მუხრანბატონისამ, ვასილ მაჩაბელმა, დიმიტრი მუსხელიშვილმა, ელისაბედ საგინაშვილისამ, ალექსანდრე ჩოლოყაშვილმა, ნიკოლოზ ღოღობერიძემ და ალექსანდრე ხახანაშვილმა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1908 წლის ანგარიში და წევრთა სიები | 1908-1909
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი