1918 წელს გაიმართა საქართველოს პარლამენტის სხდომა ნიკოლოზ ჩხეიძის თავმჯდომარეობით. სხდომაზე მუსულმანთა წარმომადგენელმა სალი გაიდარ კარაევმა პარლამენტის წევრობაზე უარი განაცხადა. მიზეზად დაასახელა ქართული ენის არცოდნა და ის, რომ საკუთარი თავისა და ამომრჩევლის მოტყუება არ უნდოდა.

წყარო: ერთობა, 1918 | 7 ნოემბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა