1899 წლის 15 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა 16 და 17 მაისს საზოგადოების სასარგებლოდ გამართული სეირნობისა და ბაზრობის შემოსავალ-გასავალი. შემოსავალი იყო 2566. 99 მანეთი, გასავალი – 1157. 47, მოგება – 1409. 52 მან. გამგეობამ მონაცემების გაზეთებში დაბეჭდვა გადაწყვიტა. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და წევრთა საერთო კრებების სხდომების ოქმები | 1899-1899
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი