1899 წლის 18 მაისის სხდომაზე ქართვველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა ალექსანდრე ჭყონიას მოხსენება ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლაში მე-4 კლასელთა ქართული ენის გამოცდაზე დასწრების შესახებ და დაადგინა, რომ სკოლის გამგისთვის მიეწერათ, წარმოედგინა მოსამზადებელი კლასის განყოფილებების ყველა საგნისა და გიმნაზიის კლასების ქართული ენის რთული პროგრამები, შედგენილი გამგეობის ინსტრუქციით. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და წევრთა საერთო კრებების სხდომების ოქმები | 1899-1899
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი