პეტრე სურგულაძემ 1908 წლის 15 ივნისის კრების მონაწილეებს შეახსენა, რომ როცა ფ. შოპენის ძეგლის გასაკეთებლად კონკურსი გამოცხადდა, პოლონელებმა მოითხოვეს, ავტორი უსათუოდ პოლონელი ყოფილიყო. მომხსენებლის აზრით, ასევე უნდა მოქცეულიყო ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოებაც – ქართველისთვის უნდა მიენდო ილიას ძეგლის გაკეთება. ამ თვალსაზრისს მხარი დაუჭირა კრების მონაწილეთა უმეტესობამ: ფილიპე გოგიჩაიშვილმა, გიორგი გვაზავამ, ლუარსაბ ბოცვაძემ, სამსონ ფირცხალავამ. წინააღმდეგი იყო მხოლოდ ივანე გომელაური.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დადგენილებები და სხვა მიწერ-მოწერა ილია ჭავჭავაძის ძეგლის დადგმის შესახებ | 1907-1910
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი