1899 წლის სექტემბერში მასწავლებელი მიხეილ სიმონის ძე შარაშიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, რომ მიეცათ ნამსახურობის მოწმობა 1891 წლიდან 1899 წლამდე და აგრეთვე ცნობა, რომ მისი დოკუმენტები გამგეობის მიერ გაგზავნილი იყო ქუთაისის სახალხო სკოლების დირექტორის კანცელარიაში.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და წევრთა საერთო კრებების სხდომების ოქმები | 1899-1899
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი