1918 წლის 7 დეკემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, საეკლესიო გალობის გასაუმჯობესებლად დიმიტრი არაყიშვილი სასწავლებლად შესაბამისი ხმისა და სმენის მქონე ახალგაზრდებს იწვევდა. მეცადინეობები ანჩისხატის N1-ში ყოველ სამშაბათს, პარასკევსა და კვირას ჩატარდებოდა.

წყარო: საქართველოს რესპუბლიკა, 1918 | 7 დეკემბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა