საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 1574

ფაქტი 1574

1918 წლის 15 დეკემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, პარლამენტის წინაშე სპეციალური განცხადებით წარდგა სამხედრო მინისტრი გრიგოლ ტიმოთეს ძე გიორგაძე. მისი ინფორმაციით, 9 დეკემბერს უზლართან სომხური ბანდები თავს დაესხნენ ქართულ სამხედრო ნაწილებს. მომდევნო დღეებში საომარ მოქმედებებში სომხეთის რეგულარული ჯარის ნაწილები ჩაებნენ. თავდაცვის მინისტრი ეროვნული უსაფრთხოების დაცვის მიზნით აუცილებლად მიიჩნევდა ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების დაწყებას სომხეთის წინააღმდეგ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 1574; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .