1910 წლის 14 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გადაწყდა, გრიგოლ ჭინჭარაულისთვის მაისის ბოლომდე დაენიშნათ სტიპენდია, თვეში 8 მანეთი. ამ თანხას ჭინჭარაული ძმებ ზუბალაშვილების შემოწირულობიდან მიიღებდა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1910-1910
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი