1901 წლის სექტემბერში ერასტი გორდელაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სთხოვა, გომარეთის სკოლისთვის გაეგზავნათ 22. 76 მანეთის ნივთები: 10-10 რუსული ანბანის რვეული და „ბუნების კარი“, 80 ქართულის რვეული, ორ-ორი ყუთი კალამი და ფანქარი, 120 ორხაზიანი რვეული, 4 შეკვრა საწერი ქაღალდი, 5 „დედა ენა“ და 3 რუსული ანბანი. მისი თხოვნა დააკმაყოფილეს.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1901-1901
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი