1920 წლის 21 აპრილის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა კარდინალ გასპარისგან მადლობის წერილი მიიღო. კარდინალი კათოლიკეების თავისუფალ აღმსარებლობაში ხელის შეწყობისთვის საქართველოს მთავრობას მადლობას უხდიდა.

წყარო: საქართველოს რესპუბლიკა, 1920 | 21 აპრილი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა