საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 1683

ფაქტი 1683

1917 წლის სექტემბრისათვის, როდესაც წყდებოდა ქართული სამხედრო კორპუსის ჩამოყალიბების საკითხი, საქართველოში თავმოყრილი იყვნენ რუსეთის ფრონტებიდან ჩამოსული გამოცდილი სამხედრო მხედართმთავრები, მათ შორის, გენერლები: ოდიშელიძე, გაბაშვილი, ანდრონიკაშვილი, იმნაძე, გედევანიშვილი და სხვ. მათ ბევრად ჩამორჩებოდა იმხანად პოლკოვნიკის ჩინის მქონე სტეფანე ახმეტელი, თუმცა მენშევიკურმა მთავრობამ აქართველოს ჯარის მეთაურად სწორედ ის დანიშნა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 1683; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .