1923 წლის 30 დეკემბერს სრულიად საქართველოს მუშათა, გლეხთა და წითელარმიელთა საბჭოთა ყრილობამ კენჭი უყარა კომფრაქციის სახელით ამხ. ივანოვ-კავკასიელის მიერ წარმოდგენილ პრეზიდიუმის კანდიდატთა სიას. პრეზიდიუმში არჩეული არიან 29 ამხანაგი: მიხა ცხაკაია (თავმჯდომარე), ორჯონიკიძე, ორახელაშვილი მამია, მახარაძე ფილიპე, ელიავა, გეგეჭკორი, სტურუა ვანო, ქართველიშვილი, კახიანი, ლომინაძე, სუხიშვილი, ლაკობა, ხიმშიაშვილი, ჯატიევი, მამულია, დოლიძე, ლორთქიფანიძე, წულუკიძე პარმენ, ქურდაძე, შაბანოვი, იუსუფ ბერიძე, ჟღენტი თენგიზი, ფარნიევი, გედევანიშვილი, დავითიანი, პაპიაშვილი, მელაძე და ჭეიშვილი.

წყარო: კომუნისტი, 1924 | 1 იანვარი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა