საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 17091

ფაქტი 17091

1887 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, წინარეხის სკოლაში საანგარიშო წლის განმავლობაში 29 მოსწავლე სწავლობდა. აქედან 11 ვაჟი და დანარჩენი გოგონა იყო. სკოლას სამი განყოფილება ჰქონდა. I განყოფილებაში 13 მოსწავლე სწავლობდა (შვიდი ვაჟი და ექვსი გოგონა), II – 9 (სამი ვაჟი და ექვსი გოგონა) და III – 7 (ერთი ვაჟი და ექვსი გოგონა). სკოლა დაათვალიერა გამგეობის წევრმა გიორგი ნიკოლოზის ძე იოსელიანმა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 17091; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .