1912 წლის პირველი იანვრისათვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხონის ბიბლიოთეკას 50 ხელმომწერი ჰყავდა. ბიბლიოთეკიდან გატანილი იყო 1 სასულიერო შინაარსის წიგნი, 99 მოთხრობა-პიესა, 14 ისტორიულ-ბიოგრაფიული, 1 გეოგრაფიულ-ეთნოგრაფიული, 11 საზოგადოებრივი, 8 საბუნებისმეტყველო, 11 სასოფლო-სამეურნეო ხასიათის გამოცემა და 9 ჟურნალი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა წლიური კრების მოხსენებები, ანგარიშები და ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი