1918 წლის თებერვალში ფინანსთა საქმის კომისარიატის სახელზე მივიდა ტელეგრამა შუშინსკის სამხედრო ყოფაზე, სამხარეო კომისარმა ვართაპედოვმა გააგზავნა ტელეგრამა მითითებით, რომ იყო საშინელი მდგომარეობა სათადარიგო და გამოძახებულ ჯარისკაცებთან დაკავშირებით, მათ არ მიუღიათ საჭმელი წინა წლის ნოემბრისა და დეკემბრის 670 000 რუბლის ოდენობით, ასევე ქალები და ბავშვები შიმშილობენ, ითხოვდა, რომ გადაერიცხათ თანხა პასუხი მოვიდა შუშა , სამხარეო კომისარ ვართაპედოვსის სახელზე, სადაც წერდნენ, რომ ტელეგრაფით ეთქვათ როგორ გამოეგზავნათ თანხა .

წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო მზრუნველობის სამინისტრო | ფონდი 1936 | ანაწერი 1 | საქმე 17
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი