საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 18156

ფაქტი 18156

1909 წლის 29 აგვისტოდან 1910 წლის პირველ იანვრამდე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების ქართულმა დასმა წარმოადგინა შემდეგი სპექტაკლები: „პატარა კახი“, „მარუჩა“, „თამარ ცბიერი“ და „სიძე-სიმამრი“. ოთხივე წარმოდგენას ერთად 1700 მაყურებელი დაესწრო. სპექტაკლების შემოსავალმა 1287 მანეთი და 29 კაპიკი შეადგინა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 18156; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .