1898 წლის 28 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეცამეტე სხდომაზე გამგეობამ ნება დართო თომა მთავრიშვილს 6 თუმნის წიგნები გაეგზავნათ ზუგდიდის მაზრის სოფელ აბაშის მღვდელ იესესთან და ასევე ქუთაისის მაზრის სოფელ ზუბში.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი