საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 18610

ფაქტი 18610

1898 წლის 7 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეოთხე სხდომა. სხდომაზე სენაკის სკოლის ინსპექტორმა სამსონ ყიფიანმა და სკოლის სამზრუნველო კომიტეტმა გამგეობას შესთავაზეს სენეკის სკოლაში მასწავლებლად დაენიშნათ სტეფანე შიოს ძე ძიმისტარაშვილი და გალაქტიონ სიმონის ძე თუთბერიძე. ასევე მათ სხდომაზე წარმოადგინეს იმ პირთა სია, რომლებსაც სურდათ მასწავლებლობა: მალაქია გრიგოლის ძე სირაძე, არჩილ მირიანაშვილი, ტროფიმე გიორგის ძე ჯოხთაბერიძე, ალექსი გეგეჭკორი, ალექსანდრე ლომიძე, ნესტორ ეგნატეს ძე კიკალეიშვილი, ნინო პეტრეს ასული ნოიტაკი, კონსტანტინე ელიზბარის ძე კიკიანი, გიორგი ლავრენტის ძე ბოკერია, გრიგოლ მიხეილის ძე წულუკიძე, ვლადიმერ ედილაშვილი, ლუკა კელენჯერიძე, ანდრია შუბლაძე და ერმალოზ ლევანის ძე ჯაში. გამგეობამ სენაკის სკოლის ახალ მასწავლებლად დანიშნა მალაქია გრიგოლის ძე სირაძე.

წელი:
1898
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ღონისძიება
წყარო:
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1897-1898

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 18610; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .