საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 18920

ფაქტი 18920

1907 წლის ოქტომბერში „ისრის" რედაქციამ მიიღო ილიას ფონდისთვის ქუთაისში დარჩენილ სტუდენტთა მიერ შეგროვებული თანხა – 15 მან. 40 კაპ. და შემომწირველთა სია: ნ. თუმანოვი – 1 მან., ძმები ჯაყელები – 1 მან., ფარეიშვილი – 1 მან., ბეგოვი – 50 კაპ., არდიშვილი – 1 მან., ს. მიქელაძე – 2 მან., ლაჭყეპიანი – 1 მან., აბულაძე – 30 კაპ., წულეისკირი – 30 კაპ., დ. ფაღავა – 50 კაპ., ოცხელი – 50 კაპ., ნიჟარაძე – 50 კაპ., შოთაძე – 20 კაპ., დ. ჩხეიძე – 25 კაპ., ქორქაშვილი – 70 კაპ., ნაზაროვი – 1 მან., მ. ა. იოსელიანი – 50 კაპ., კ. ჩხეიძე – 1 მან., ქელბაქიანი – 50 კაპ., კ. კახაძე – 50 კაპ. გაზეთისთვის ფულის გაგზავნა მიენდოთ ქორქაშვილსა და კანდელაკს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 18920; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .