საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 18950

ფაქტი 18950

1907 წლის 3 ოქტომბერს ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიის მმართველი იოსებ ოცხელი ქართველთა შორის წერა- კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ატყობინებს, რომ პედაგოგიური საბჭოს 29 სექტემბრის სხდომის დადგენილებით ილია ჭავჭავაძის ფონდს გადაეცემა 400 მანეთი, რომელიც შეგროვდა თითოეული მასწავლებლის წლიური ჯამაგირიდან გადადებული 1%-ით. ხელს აწერენ: გამგე იოსებ ოცხელი და საქმისმწარმოებლის მაგივრად იონა კობახიძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 18950; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .