1912 წლის 28 იანვარს ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგს მისწერა, რომ წერეთლისეული „ვეფხისტყაოსნის“ მინიატურების ასლების გაკეთება გადაწყვიტა, თუმცა როგორც აღმოჩნდა ორიგინალის დაბრუნება 250 მანეთად შეეძლოთ. აღნიშნავს, რომ მან ყველაფერი გააკეთა, რათა ორიგინალი სურათები თბილისში ჩამოეტანათ. გამგეობის თავმჯდომარეს სთხოვდა, რაც შეიძლება მალე მოეგვარებინათ ეს საკითხი და წერა-კითხვის საზოგადოებას მინიატურები შეეძინა, რადგან სურათის მეპატრონეები თბილისიდან გაპარვას აპირებდნენ და შეიძლებოდა „ვეფხისტყაოსნის“ აღნიშნული მინიატურები სამუდამოდ დაკარგულიყო.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოხსენებები, ოქმები და ანგარიშები ქართული მუზეუმისა და სამუზეუმო ექსპონატების შეძენის შესახებ | 1910-1913
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი